25 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
რისკები მნიშვნელოვნად შემცირებულია - დავით სერგეენკო ახალ რეკომენდაციებს იძლევა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აცხადებს, რომ დაკვამლიანების გარკვეულწილად შემცირების გამო, სამინისტროს რეკომენდაციები მთლიან ტერიტორიაზე აღარ გავრცელდება.

გუშინ მინისტრმა სიფრთხილისკენ ფეხმძიმეებს, მცირეწლოვნებს, ხანდაზმულებს და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდა. სერგეენკომ მათ მიმართა და სთხოვა, რომ გარეთ გასვლისგან თავი შეიკაონ. 

დავით სერგეენკოს თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრომ დღეს სინჯებიც აიღო და სწორედ ამის გამო, მთლიან ხეობაზე აღარ ვრცელდება რისკები.

„ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო სინჯები მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებში არის. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა, ერთეული კერები რჩება,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ უბნებზე, სადაც დაკვამლიანებას შეამჩნევენ, დაიცვან რეკომენდაციები.

„ამიტომ რეკომენდაცია, გუშინდელი რომელიც იყო, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებს, ეს მოხსნილია და რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

 

დღის ამბები