24 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
ხანძარი სიღნაღის რაიონში - ხანძრის ჩაქრობას უკვე 4 საათია, ცდილობენ

სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში გაჩენილ ხანძრის ჩაქრობას უკვე 4 საათია, ცდილობენ. ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ჰექტარი.

ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარიც აფერხებდა. ცეცხლი თავდაპირველად ბალახს მოედო. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ვენახების ნაწილი და ქარსაცავები დაზიანდა. 

ცეცხლი ძლიერმა ქარმა ძირითადი კერის მოპირდაპირე მხარეს გადაიტანა, რის გამოც, დაზიანდა ვენახების ნაწილი. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ამ წუთებშიც ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. 

სიღნაღის რაიონში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ხვალიდან დაითვლიან.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები