24 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
აქცია ქუთაისში - აფხაზეთიდან დევნილები ბინების უსამართლო განაწილებაზე საუბრობენ

აფხაზეთიდან დევნილები ქუთაისის დევნილთა სამმართველოსთან აქციას უკვე მესამე დღეა, მართავენ. ისინი ბინების უსამართლო განაწილებაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დევნილთა გარკვეულ ნაწილზე შეგნებულად ხდება ქულების მოკლება და შედეგად, საცხოვრებელი ფართით სხვა პირების დაკმაყოფილება ხდება.

დევნილების პროტესტს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.

აქციის მონაწილეებს ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, შეხვდა.

დღის ამბები