25 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისა და არქიტექტორის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძესა და არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

დაცვის მხარის მტკიცებით, წარდგენილი ბრალდება, რომელიც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას მცდელობას გულისხმობს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. 

ლევან ძაგნიძის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვალერი მიმინოშვილს კონსულტაციას უწევდა მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით.

ბრალდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები