24 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
ბესლანში 13 წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

ბესლანში 13 წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. დილიდან სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს იმ სკოლაში, სადაც ტერორისტებმა მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები მძევლად აიყვანეს.

ისინი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე დანაღმულ სპორტ დარბაზში სამი დღე იმყოფებოდნენ. 4 სექტემბერს სპეცოპერაცია დაიწყო, შტურმის დროს 380 მძევალი დაიღუპა, მათ შორის 180 ბავშვი იყო.

დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლეს და პროცესი მოიგეს. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას 3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

დღის ამბები