26 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმი მიუზიკ ფესთ” იუნესკოს პატრონაჟით ხვალ გაიხსნება

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმი მიუზიკ ფესთ იუნესკოს პატრონაჟით ხვალ გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება.

ფესტივალში, ქართველებთან ერთად, ბრიტანელი, იტალიელი, უნგრელი და რუსი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალზე ასევე მაყურებლის წინაშე წარდგება იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე. ნორჩი შემსრულებლებისთვის ასევე დაგეგმილია კონკურსი.

მოეწყობა მუსიკალური ბანაკი არტ კემპი. კონცერტებსა და მასტერ-კლასებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 350 ბავშვი ჩაერთვება.

დღის ამბები