20 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
სასტიკი ანგარიშსწორება ოჯახის ახლობლის მხრიდან - იურისტები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ

სასტიკი ანგარიშსწორება ოჯახის ახლობლის მხრიდან - უკვე წლებია, გურამ ნარაიძე ბუთხუზებს ატერორებს, თუმცა პოლიციაში არაერთი მიმართვის მიუხედავად, ყველა ფაქტი სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა.

სასტიკად ნაწამები და ლიანდაგებზე მიტოვებული მეუღლე მადონა ბლიაძემ ღამის 4 საათზე იპოვა. თავდამსხმელი ბუთხუზების ოჯახს ხშირად ემუქრებოდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო, თუმცა დანაშაულის აღკვეთა ვერ მოახერხა.

თავდასხმის ფაქტი 29 აგვისტოს მოხდა, თუმცა ირაკლი ბუთხუზისთვის ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

რატომ არ ჩაუტარდა დაზარალებულს ექსპერტიზა და რა ეტაპზეა გამოძიება, ამის გასარკვევად კასპის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა კურიერს კითხვებზე არ უპასუხა.

როგორც ცნობილია, გურამ ნარაიძემ ირაკლი ბუთხუზის ცემის ფაქტი აღიარა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ცემის მუხლით აწარმოებს და დამნაშავე პირი დადგენილია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები არ გამორიცხავენ, რომ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენონ, რომლებმაც მადონა ბლიაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს.

იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ გადაკვალიფიცირდა, მამაკაცს, რომელიც წლების განმავლობაში ბუთხუზების ოჯახზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა და ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა, მხოლოდ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები