24 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე - სავარაუდოდ, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე და კერძო არქიტექტორი, ვალერი მიმინოშვილი, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ორივე მათგანს პროკურატურა თაღლითობის მცდელობას ედავება.

ბრალდებულები მოქალაქე ია იაშვილს მასშტაბური მშენებლობის გეგმის დამტკიცებას მერიის თანამშრომლების დახმარებით ჰპირდებოდნენ. საბოლოოდ კი პროექტი ჯერ არქიტექტურის სამსახურმა, შემდეგ კი საკრებულომ დაამტკიცა.

ია იაშვილს ბრალდებულებისთვის, ჯამში, 38 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. მან თანხის ნაწილი დაკავებულებს მისცა, თუმცა, პარალელურად, პროკურატურას მათ წინააღმდეგ განცხადებით მიმართა.

ეხმარებოდნენ თუ არა გეგმის დამტკიცებაში ბრალდებულებს მერიის თანამშრომლები, უცნობია. დაკავებულების ადვოკატები ამ ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო უწყება უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს დაკითხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები