16 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირების მიზეზი გამგეობასთან დამაკავშირებელი კარი გახდა

სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. დაპირისპირება ოფისის თანამშრომლებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მოხდა. მიზეზი ოფისის კარია, რომელიც საოლქო კომისიას გამგეობასთან აკავშირებს.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა კარი თავად გააღეს და დარწმუნდნენ, რომ ის დალუქული არ არის. პარტიის წევრების მტკიცებით, საოლქოს თანამშრომლები წინასაარჩევნოდ დირექტივებს უშუალოდ გამგებლისგან იღებენ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან იზოლაციის მიზნით, ამ კარით წლებია, არავინ სარგებლობს. ისინი აცხადებენ, რომ კარი პარტიის წევრებმა იძულებით შეანგრიეს.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ სამტრედიაში საოლქო საარჩევნო კომისია და გამგეობა ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომ ორ სხვადასხვა შენობაში ფუნქციონირებს. კარი საერთო აქვთ, თუმცა ის წლებია, დალუქულია.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები