20 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებას მომავალ კვირას გეგმავს

მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებას გეგმავს. მომავალ კვირაში დაგეგმილ სესიაზე ქართული ოცნება საქართველოს კონსტიტუციას ბოლო მოსმენით დაამტკიცებს.

დღეს მმართველმა პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია და ოპოზიციასთან არაფრის დათმობას არ აპირებს.

ქვეყნის, თითქმის, 20 პარტია ამტკიცებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის თითქმის ყველა გზა მოჭრა.

კონსტიტუციის იმ პროექტით, რომლის დამტკიცებაც ქართული ოცნება რამდენიმე კვირაში გეგმავს, ხალხი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს, ბარიერი მცირდება სამ პროცენტამდე, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნა აღარ შეეძლებათ. ასევე, 2020 წელს არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა.

ვენეციის კომისია ოფიციალურ შეფასებებში ასეთი მკაცრი არაა, თუმცა, ევროპელი ექსპერტები საქართველოს კონსტიტუციის გარშემო დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსტიტუციის კონსენსუსის გარეშე მიღებას არ ურჩევს და დოკუმენტის ხელახალი განხილვისკენ მოუწოდებს.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ გამოხატავს პროტესტს ოპოზიცია, გამოიყენებს საპარლამენტო ტრიბუნას თუ სხდომას საერთოდ არ დაესწრება.

დღის ამბები