25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
აშშ-ის ჰარვის შემდეგ სტიქიით მორიგი შტორმი "ირმა" ემუქრება

შეერთებულ შტატებს ჰარვის შემდეგ სტიქიით მორიგი შტორმი "ირმა" ემუქრება. ორი დღის წინ ის ტროპიკული შტორმი იყო, დღეს კი მესამე კატეგორიის ქარიშხალია, რომელიც კარიბის კუნძულებს და ამერიკის სამხრეთ სანაპიროს ერთ კვირაში მიუახლოვდება.

ტეხასის შტატს კი შტორმმა ჰარვიმ მილიონობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ჰიუსტონის შემდეგ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქ ბიუმონტი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია. წყლითაა დაფარული ჰიუსტონი და მისი შემოგარენი. ბოლო მონაცემით, მსხვერპლი 47-მდე გაიზარდა.

სტიქიის ზონა აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ ვიცეპრეზიდენტმაც მოინახულა. დონალდ ტრამპი დაზარალებულთა დასახმარებლად საკუთარი ანგარიშიდან მილიონი დოლარის გადარიცხვას აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები