23 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
მატროსოვის დასახლებაში, ამორტიზებულ შენობაში, 3 ოჯახი 12 წელია უშუქოდ ცხოვრობს

მატროსოვის დასახლებაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებულ შენობაში, 3 ოჯახი 12 წელია, უშუქოდ ცხოვრობს.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, დღეს ლეილა ფეროიანს ესტუმრა, რომელიც მძიმე პირობებში ზრდის ოთხ შვილიშვილს. შუქის გარდა, ოჯახს არ აქვს გაზი, სველი წერტილი. ფეროიანი რამდენიმე წელია, უშედეგოდ ითხოვს მედიკამენტების დაფინანსებას.

"ამ ერთ შენობაში, შენობაც, ალბათ რთულია, ამ ყველაფერს დაარქვა, ცხოვრობს სამი ოჯახი და ამ ნაგებობაში 12 წელია, უკვე სინათლე არ ანთებულა. არ შეიძლება, თბილისში 21-ე საუკუნეში ადამიანები აცხოვრო ისე, როგორც პირველყოფილ წყობილებაში," - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები