23 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონს საპროტესტო ნოტა გადასცა

ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონს საპროტესტო ნოტა გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი დაიბარეს და ვაშინგტონში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაში დაგეგმილ ჩხრეკასთან დაკავშირებით პროტესტი გამოუცხადეს.

ლავროვის უწყებაში შემოწმებას უკანონო და აგრესიულ აქციად აფასებენ და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებიან.

სან ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულო, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში კი სავაჭრო წარმომადგენლობები რუსმა დიპლომატებმა დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

შენობების დაცლამდე პერსონალმა სან ფრანცისკოშიც და ვაშინგტონშიც სხვადასხვა დოკუმენტაცია და ნივთები დაწვეს.

დღის ამბები