25 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ოსკაროსანი რეჟისორი კლინტ ისტვუდი საფრანგეთში ახალ ფილმს იღებს

ოსკაროსანი რეჟისორი კლინტ ისტვუდი საფრანგეთში ახალ ფილმს იღებს. სურათის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ემყარება და 2015 წელს ამსტერდამი-პარიზის მატარებელში აღკვეთილ ტერაქტზე მოგვითხრობს.

მაშინ თავდამსხმელის შეჩერება მგზავრებმა, სამმა ამერიკელმა მეგობარმა და ბრიტანელმა მამაკაცმა, საკუთარი ძალებით შეძლეს. ფილმში მთავარ როლებს სწორედ რეალური გმირები ასრულებენ.

გამოჩენილი მამაცობისთვის ყველა მათგანს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები გადასცა.

დღის ამბები