18 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი პენსიონერებს პენსიის გაზრდას დაჰპირდა

ევროპული საქართველოს რუსთავის მერობის კანდიდატმა შეხვედრა პენსიონერებთან გამართა.

ადგილობრივები ნინო იმედაშვილთან საუბრისას აცხადებენ, რომ პენსიის მცირე თანხებით ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯების, კომუნალური გადასახადების გადახდას და ელემენტარული მედიკამენტების შეძენასაც ვერ ახერხებენ.

ევროპული საქართველოს რუსთავის მერობის კანდიდატის განცხადებით, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს და ამიტომ ეს საკითხი პარტიისთვის უმთავრესი საკითხია.

საარჩევნო პროგრამის თანახმად, ყველა მოგებულ რეგიონში გაუქმდება სამთავრობო ხარჯები, პრემია-დანამატები და ამ თანხით რუსთავში მცხოვრებ 19 ათას პენსიონერს პენსია 30 ლარით გაეზრდება, ხოლო სოციალურად დაუცველებს შემწეობის სახით 70 ლარი დაენიშნებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები