20 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
საუდის არაბეთში ჩასული პილიგრიმები ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალს ასრულებენ

საუდის არაბეთში ჩასული პილიგრიმები მეორე დღეა ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალს ასრულებენ.

ასობით ათასი მუსლიმი მინაში, ე.წ. "ჯამარათის სვეტებს" ქვებს ესვრის, რაც ჰაჯის ერთ-ერთი მთავარი რიტუალია.

საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, წელს ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი მორწმუნე ჩავიდა. ყოველი მუსლიმი ვალდებულია, ჰაჯის პილიგრიმობაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღოს მონაწილეობა. რიტუალი, ტრადიციულად, 5 დღეს გრძელდება.

დღის ამბები