19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
პრემიერმა დღეს იმერეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერმინისტრმა დღეს იმერეთში ქართული ოცნების ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურას, ხარაგაულის, ხონისა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

იმერლებს წინასაარჩევნო პროგრამა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

„სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალები. შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრების და სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ქუთაისში შეკრებილ ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიტყვით კახი კალაძემაც მიმართა.

„დღეს თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერ საქართველოა,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები