19 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
სოფლის ქუჩისთვის შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭებას უშედეგოდ ითხოვენ - ის აგვისტოს ომში დაღუპული გმირია

რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი ნოზაძის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მისი სახელის უკვდავსაყოფად მშობლიურ სოფელში ერთ-ერთი ქუჩისათვის გმირი მებრძოლის სახელის მინიჭებას უშედეგოდ ითხოვენ.

2008 წლის ომში დაღუპული შმაგი ნოზაძის ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, უშედეგოდ ელოდება, რომ სოფელ ნინიგორში ქუჩას, სადაც გმირი ბავშვობიდან ცხოვრობდა და სკოლაც დაამთავრა, მისი სახელი მიენიჭება. 

შმაგი ნოზაძის ახლობლებმა ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხელმოწერებთან ერთად გარდაცვალების მოწმობა მოითხოვა.

იმის გამო, რომ შმაგი ნოზაძის ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, არ არსებობს გარდაცვალების ცნობაც, ამიტომ საკითხი სხდომაზე აღარ განხილულა.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ადგილობრივების ხელმოწერები ლაგოდეხის საკრებულომდე არ მისულა და საჭირო საბუთების არქონის გამო, საქმის განხილვა შეწყდა.

ლაგოდეხის საკრებულოს ინიციატივით, რომ ქუჩას ან სკოლას შმაგი ნოზაძის სახელი დარქმეოდა, ადგილობრივებმა ბოლოს 7 აგვისტოს მიმართეს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები