"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო. პირველად პარტიამ გამარჯვების ოლქის კანდიდატი ირაკლი შენგელია წარადგინა.
წარგენას ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. შეხვედრა კიკვიძის ბაღში გაიმართა.
ირაკლი შენგელია პროფესიით ექიმია. იგი 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.