25 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება "Agile Spirit 2017" რამდენიმე წუთის წინ საზეიმოდ გაიხსნა

ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება "Agile Spirit 2017" რამდენიმე წუთის წინ საზეიმოდ გაიხსნა. ქვეყნის მთავარსარდალმა შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციის ფონზე მსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ იქითკენ, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა კი სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის უპრეცენდენტო დასაწყისზე გაამახვილა.  

„საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უპრეცენდენტო დინამიკას იძენს... ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებებით საქართველო ხდება უფრო სტაბილური და მშვიდობიანი, ხოლო ჩვენი შეიარაღებული ძლები იძენს მეტ პროფესიონალიზმს, ხდება უფრო მტკიცე და თვითდაჯერებული,“ - აცხადებს ლევან იზორია.

წლევანდელ სამხედრო სწავლებაში პარტნიორი და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან 1500 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლების პერიოდში საქართველოში დისლოცირებული იქნება ამერიკული სამხედრო ტექნიკაც.

მრავალეროვნული სწავლება "Agile Spirit 2017" ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

დღის ამბები