19 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
პრემიერმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში ემზარ საბანაძე, ცაგერში ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტეხში ბადრი ლიპარტელიანი.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დღევანდელი არჩევანი განაპირობებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ყოველი ქალაქის და სოფლის განვითარებას, თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას. თქვენი ოჯახების მომავალს. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ხმას მივცემთ ჩვენი ქვეყნის, კუთხის უკეთეს მომავალს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები