17 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილი დაასახელა

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარადგინა.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარდგენამდე ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ამომრჩევლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი პარტია სოციალურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენ გვეყოლება ოპოზიცური მერი, ჩვენ გვეყოლება ოპოზიციური საკრებულო, რომელიც აუცილებლად აიძულებს ხელისუფლებას, რომ ის ენერგია, რომელიც დღეს იფლანგება გაუგებარია ვის მსახურებაში მიდის, წავიდეს ადამიანების საკეთილდღეოდ,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

„ევროპულმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილი დაასახელა. 

"მთელ ჩემს გამოცდილებას, მთელ ჩემს უნარს, მთელ ჩემს სურვილს მოვახმარ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად მოხდება. შესაბამისად, საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები.

დღის ამბები