23 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ხულოს ტყეში 30-კაციანი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა

ამ წუთებში ხულოს ტყეში 30-კაციანი სახანძრო ჯგუფი მიემართება. მოსახლეობიდან 112-ში შესული შეტყობინების გამო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხულოში გამოიძახეს.

ტყეში გაჩენილი ცეცხლი რეინჯერებმა ხულოს რაიონში, დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრში შენიშნეს.

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხულოს ტყეში დაკვამლიანების შემჩნევის გამო, 30-კაციანი ჯგუფი გავიდა. 

სატელეფონო კავშირის დამყარება უშუალოდ რეინჯერებთან ვერ ხერხდება. 

დღის ამბები