23 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
თუშეთში ხანძარმა, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა

თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ხანძარმა, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა.

ორ-დღიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ თუშეთში ცეცხლის ლოკალიზება, ნაწილობრივ, მოხერხდა, თუმცა ვითარება კვლავაც რთულია. ხანძარი იქ ისევ მძვინვარებს და ქარიანი ღამის შემთხვევაში შესაძლოა, ცეცხლი ისევ გაღვივდეს.

მეხანძრეები და ერთი ვერტმფრენი სამაშველო სამუშაოებს უკვე დილიდან განაახლებენ. 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები