25 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
სოფელი სკოლის გარეშე - დაპირების მიუხედავად, ზემო კაჭრეთში სკოლის მშენებლობა არ დაწყებულა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში, მცხოვრებ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან კვლავაც მეზობელი სოფლის სკოლაში მოუწევთ სიარული. ზემო კაჭრეთის სკოლა ერთი წლის წინ დაანგრიეს და სოფელს ახალი სკოლის აშენებას დაჰპირდნენ. სკოლის მშენებლობა კი ამ დრომდე არ დაწყებულა.

ბავშვებს ტრანსპორტით უზრუნველყოფენ, თუმცა ორი სოფლის მოსწავლეების გაერთიანების შემდეგ სკოლაში საკლასო ოთახები არ ეყოთ. ამ მიზეზით 2-ცვლიანი სასწავლო რეჟიმი ამოქმედდა.

ზემო კაჭრეთში ამბობენ, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდებოდა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში მშენებლობის შეფერხება ახლახან ამოქმედებულ 41-ე დადგენილებას დააბრალეს, რომელიც პროექტში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გათვალისწინებას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები