19 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალ მემკვიდრეს ელოდება - ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალ მემკვიდრეს ელოდება. კენსინგტონის სასახლე ადასტურებს, რომ ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა. მას წინა ორი ორსულობის მსგავსად, ამჯერადაც მწვავე ტოქსიკოზი აქვს, ამიტომ მოვალეობის შესრულებას სრული დატვირთვით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

გავრცელებული ცნობით, ახალი ამბით დედოფალი ელისაბედ მეორე ძალიან გახარებულია. მისთვის უილიამისა და ქეითის მესამე შვილი რიგით მეექვსე შვილთაშვილი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები