წყალდიდობისგან დაზარალებულ ტეხასში აღდგენით სამუშაოებს შესაძლოა 180 მილიარდი დოლარი დასჭირდეს. შტატის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიამ რეგიონს იმაზე მეტი ზარალი მიაყენა, ვიდრე ქარიშხალმა კატრინამ, რომელმაც 2005 წელს ნიუ ორლეანი გაანადგურა.
ტეხასის შტატში სარეკონსუტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. თუმცა, ათასობით ოჯახი საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 53 ადამიანი ემსხვერპლა.
ფოტო: bbc.com