17 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
თავდასხმა "სტერეო პლუსის" გადამცემებზე - ასპინძაში ციფრული მაუწყებლობა დილიდან გათიშული იყო

ახალციხის რაიონის ქალაქ ასპინძაში ციფრული მაუწყებლობა დილიდან გათიშული იყო. მიზეზი "სტერეო პლუსის" გადამცემებზე მომხდარი თავდასხმაა.

თავდასხმის შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და მწყობრიდან არის გამოსული. მსგავსი შემთხვევა ერთი თვის წინაც მოხდა, მაშინ გადამცემები გაიძარცვა.

,,სტერეო პლუსის’’ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო მოწყობილობების დაზიანება მიზანმიმართულად ხდება. ის სამართალდამცავებს ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები