19 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
ახალგორში სკოლის მოსწავლეებს პირველ სექტემბერს რუსული სახელმძღვანელოები დაახვედრეს

ახალგორში სკოლის მოსწავლეებს პირველ სექტემბერს რუსული სახელმძღვანელოები დაახვედრეს. საოკუპაციო რეჟიმმა წლევანდელი სასწავლო წლიდან ქართულ ენაზე სწავლება აკრძალა.

აკრძალვა შეეხო ქართულ სკოლებსაც, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მდებარეობს.

„ეს არის რუსული გაგრძელებული ოკუპაციის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა არის აგრესია საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ უნდა ყველა პოლიტიკური, მშვიდობიანი მეთოდი გამოვიყენოთ, რომ ოკუპაცია დასრულდეს,“ - აცხადებს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას მიუღებლად და პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

„ის, რომ ქართული სკოლები გადადის რუსულ სწავლებაზე, ამ ადამიანების უფლებების დარღვევით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და იმ პირობებში, როდესაც არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები არ ფლობენ რუსულ ენას, რომ არაფერი ვთქვათ სამართლებრივ ნაწილზე, ეს არის, რა თქმა უნდა, არის ძალიან უხეში დარღვევა მათი უფლებების და დისკრიმინაცია,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები