23 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის გაყალბებაში ადანაშაულებს

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ექსპერტმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის იმ ვარიანტში, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია, ის პუნქტები აღმოაჩინა, რაც განხილვის და საჯარო დებატების დროს დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა.

ლევან ალაფიშვილი მმართველი გუნდის ამ მოქმედებას "საპარლამენტო კრიმინალს" უწოდებს.

„პარლამენტის რეგლამენტი, კერძოდ, მისი 155-ე მუხლი, პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს და კრძალავს კონსტიტუციის გადასინჯვის დროს ცალკეულ მუხლებში ცვლილებებს, ალტერნატიულ წინადადებებს. ამდენად, შენიშვნა ალტერნატიული წინადადება ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში და შესაბამისად, პარლამენტს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, რეგლამენტი უკრძალავდა,“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი. 

დღის ამბები