25 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
ეს არის აბსურდი, ეს არის მთავრობის ახალი გამოგონება - რომან გოცირიძე ეკონომიკაზე

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ 4 პუნქტით გაუფასურდა, რაშიც პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, დღევანდელ მთავრობას ადანაშაულებს.

„აიღეს და კომერციულ ბანკებს მისცეს სესხები და დღეისათვის 585 მილიონი ლარის სესხი გასცეს კომერციულ ბანკებსა და მათ შორის, ბოლო 2 თვის განმავლობაში, 400 მილიონი ლარი. ეს არის აბსურდი, ეს არის მთავრობის ახალი გამოგონება. ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს სტაბილიზაციით, ესენი ეკონომიკის სტიმულირებას აკეთებენ ფულის გაშვებით,“ - განაცხადა რომან გოცირიძე.

მისი თქმით, კომერციულ ბანკებს ცუდი მოლოდინები აქვთ და მთავრობის მიერ მათთვის „ფეშქაშად“ მიცემულ ვალუტას ინახავენ.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ მსგავსი ტენდენცია საქართველოში ფასების ზრდას გამოიწვევს. ის ასევე განმარტავს, რომ აშშ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში უფასურდება.

„ერთადერთი ჩვენს ვალუტასთან მიმართებაში მივიღეთ, რომ დოლარი მყარდება და ლარი უფასურდება. ეს ფენომენი კი რით აიხსნება ერთ კვირაში, ცოტა არ იყოს, გაუმჭვირვალეა,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ გაუფასურება არჩევნების მოახლოებასთან იყოს დაკავშირებული.

დღის ამბები