25 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
დეზინფორმაცია - ირაკლი კობახიძე კონსტიტუციონალისტების კრიტიკას პასუხობს

„დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, გავრცელდა,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციონალისტების კრიტიკას.

კონსტიტუციონალისტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ დოკუმენტში ცვლილებების რეგლამენტის დარღვევით შეტანაზე საუბრობენ. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ერთჯერადად იყოს არჩეული ექვსი წლის ვადით, კონსტიტუციის პროექტში რეგლამენტის დარღვევით არის შესული.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციონალისტების ბრალდება დეზინფორმაციაა.

„იყო ქალბატონი თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ ირჩევა პროპორციული წესით პირველად საქართველოს პარლამენტი 2024 წელს და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა მთავრობების დროს მესამე მოსმენით დოკუმენტში ცვლილებებს „აპარებდნენ“ ხოლმე.

„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არარედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და, როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები