19 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა სათამაშო ბიზნესის ქალაქიდან გატანის იდეით გამოდის

პარტიები დემოკრატიული მოძრაობა და თავისუფალი საქართველო სათამაშო ბიზნესის ქალაქიდან გადატანას მოითხოვენ.

პარტიის წევრების განცხადებით, სათამაშო დაწესებულებები თბილისში ყოველგვარი რეგულირების გარეშე ფუნქციონირებს.

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას, თქმით, კაზინოები და სლოტ-კლუბები ისეთ ადგილებში უნდა გადაიტანონ, სადაც მრავალრიცხოვანი დასახლება არ არის და მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნით ჩასული ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

„ოფიციალურად მივმართავთ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საკრებულოებს, რომ უახლოეს სხდომაზე გამოტანილი იქნას საკითხი და გატანილი იქნას ამ ქალაქებიდან, როგორც კაზინოები, ისე სლოტ-კლუბები. ეს შეიძლება, იქნას გატანილი გუდაურში ან სხვა ტურისტულ ცენტში, სადაც არ იქნება ეს ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

კახა კუკავამ თბილისის მერობის კანდიდატებს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები