24 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს. ორგანიზატორებს ზუსტ პასუხს ბრიტანელი მუსიკოსის პროდიუსერები რამდენიმე დღეში შეატყობინებენ.

16 და 17 სექტემბერს ბლექ სი არენაზე კონცერტების შესაძლო გადადების მიზეზი კი ელტონ ჯონის შეუცვლელი გიტარისტისა და ვოკალისტის, დეივი ჯონსონის, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მუსიკოსი ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თარიღები იგივე რჩება.

დღის ამბები