24 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
დომინოს პრინციპით მითების მსხვრევა - შეფასებები ე.წ. ციანიდის საქმეზე

მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალეულობის დამტკიცების შემდეგ, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია, რას ფიქრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დეკანოზისთვის თავისუფლების 9 წლით აღკვეთასთან დაკავშირებით.

ილია მეორესთან შეთანხმებით, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილემ, კახაბერ გოგოტიშვილმა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ ციანიდის საქმემ ყველაზე მეტად საპატრიარქო და ქართული ეკლესია დააზარალა.

ბოლო დროის ყველაზე სკანდალურმა საქმემ ფარდა ახადა ეკლესიის შიდა დაპირისპირებას. ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ უკვე აღარავინ ერიდება მღვდელმთავრების შიდა დაპირისპირების, ქონებრივი ინტერესების და საპატრიარქოში კლანური მმართველობების შესახებ ღია საუბარს.

სასულიერო პირები ე.წ. ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ, მრევლის მხრიდან ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე საუბრობს.

თეოლოგების აზრით, ციანიდის უპრეცედენტო საქმის რვათვიანი ვნებათაღელვა უკვე ქართული ეკლესიის ისტორიის ერთი დამოუკიდებელი თავია. მათი შეფასებით, ეს არის საქმე, რომელმაც დომინოს პრინციპით მითები დაამსხვრია და ადამიანების წარმოდგენა შეცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები