18 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
მწვავე კრიტიკის ფონზე „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად ემზადება

ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად ემზადება. ვენეციის კომისიაში კი ოპოზიციის კიდევ ერთი საერთო მიმართვა გაიგზავნა.

საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის ერთჯერადად 6 წლის ვადით არჩევის საკითხი დღეს ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მეორე მოსმენის დროს არცერთი შესწორება რეგლამენტის დარღვევით არ შესულა.

კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა კი „საპარლამენტო კრიმინალი“ უწოდა და კონსტიტუციის პროექტის გაყალბებაში დაადანაშაულა დღეს საკანონმდებლო ორგანო.

კონსტიტუციონალისტი ამტკიცებს, რომ რამდენიმე შესწორება, მათ შორის, პრეზიდენტის 6 წლის ვადით არჩევის საკითხი, უმრავლესობამ რეგლამენტის დარღვევით შეიტანა.

საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებების დარღვევებით შეტანა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაზე მიუთითებს.

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მიმდინარე პროცესებზე დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ საგანგებო წერილით ვენეციის კომისიას მიმართა. 5-გვერდიან დოკუმენტში 10 პოლიტიკური პარტია ჩაშლილ დიალოგზე პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს მიიღებს. 

დღის ამბები