20 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
ცალსახად, ეს არის ორი ოლიგარქის გარიგება, მაგრამ მე არ მეშინია - მიხეილ სააკაშვილი

„ცალსახად, ეს არის ორი ოლიგარქის გარიგება, მაგრამ მე არ მეშინია,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის  თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, NEWSONE-თან პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის აცხადებს, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს მაინც ჩავა და არამარტო საკუთარ, არამედ უკრაინელი ხალხის უფლებებსაც დაიცავს.

„ჩემი უკრაინაში დაბრუნების პოროშენკოს იმდენად ეშინია, რომ ახალ რაღაცებს იგონებს. ფიქრობენ, რომ მე შემაშინებენ, მაგრამ მათ ჩემი უფრო ეშინიათ, ვიდრე საკუთარი მტრის, რომელიც აღმოსავლეთით ჰყავთ. მაინც ჩამოვალ უკრაინაში, მზად ვარ, დავიცვა ჩემი უფლებები უკრაინის სასამართლოებში. პარალელურად დავიცავ უკრაინელი ხალხის უფლებებსაც. დღეს ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკრაინის პროკურატურას, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, კვლავ მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები