24 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
ქეთი დოლიძის გათავისუფლება მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო - ახალი დეტალები თუმანიშვილის თეატრის ირგვლივ

გასტროლებიდან დაბრუნებული თუმანიშვილის დასი დუმს. კინომსახიობთა თეატრის არტისტები ისრაელში წასვლამდე მხარს ქეთი დოლიძეს უჭერდნენ. ხოლო თბილისში დაბრუნებულებს არც ქეთი დოლიძის და აღარც ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის შესახებ საუბარი არ სურთ.

რეჟისორი ქეთი დოლიძე ვარაუდობდა, რომ მსახიობების ნაწილი გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ, მის მხარდასაჭერად რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.

კურიერის ინფორმაციით, თეატრის დირექტორი, ზურაბ გეწაძე ჯერ კიდევ დანიშვნამდე თეატრის ახალ მმართველს შეხვდა და ესაუბრა. გეწაძე და თეატრის ახალი ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე, უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. ახალი მმართველი დირექტორის ძველ თანამდებობაზე დატოვებას აპირებს.

დღეს ირკვევა, რომ ქეთი დოლიძე პოსტიდან არა კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს დასკვნის, არამედ კულტურის მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

ის, რომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია, კურიერს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დაუდასტურა. დოდოშკა ხურცილავა განმარტავს, რომ საბჭომ რეკომენდაციები დაწერა, მინისტრს მიაწოდა, თუმცა, შემდეგ მიხეილ გიორგაძემ თავად გადაწყვიტა, ვის დანიშნავდა თუმანიშვილის თეატრის მმართველად.

ქეთი დოლიძეს თანამდებობის დატოვება 17 სექტემბერს მოუწევს. მას გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს.

დღის ამბები