19 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
უნდა შეგეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება - ლვოვის მერი პოროშენკოს მიმართავს და სააკაშვილს ყავაზე ეპატიჟება

ქალაქ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და მისი ქვეყანაში არშეშვების მცდელობას Facebook-ის  საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

სადოვის აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, საკუთარი ქმედებები უნდა გააანალიზოს და 10 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილი ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს, პოროშენკომ სამარცხვინო გადაწყვეტილება არ მიიღოს.

"უნდა შეგეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლამდე პეტრო პოროშენკო შეძლებს დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამოსწორებას და 10 სექტემბერი ქვეყნისთვის სამარცხვინო დღე არ გახდება. მინდა, რომ "სამოპომოშჩის" პოზიცია იყოს მკაფიო და გასაგები. ჩვენ არ ვიბრძვით სააკაშვილის პოლიტიკისთვის. ჩვენ ვიცავთ უკრაინის მოქალაქის უხეშად დარღვეულ უფლებებს, რადგან ხვალ იმავეს გააკეთებენ ჩვენი და თქვენი უფლებების მიმართ. მიხეილს კი სიხარულით დაველოდები ლვოლვში ფინჯან ყავაზე. მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ბევრი ადამიანის პატივისცემით სარგებლობს," - აცხადებს ანდრეი სადოვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები