20 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
სასამართლო გადაწყვეტილების დროს მაინცდამაინც გამყარებული საკითხები, ვერაფრით დავინახეთ - მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე

მამა გიორგი მამალაძის სულიერმა მამამ, მეუფე დიმიტრიმ, ე.წ. ციანიდის საქმეზე შეფასება, ფაქტობრივად, პირველად ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ის განმარტავს, რომ გამოძიების დაწყებისთანავე ჰქონდა საქმესთან დაკავშირებით კითხვები და დაკითხვის დროსაც იკითხა, ჰქონდა თუ არა პროკურატურას დამამტკიცებელი ფაქტი იმისა, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

მეუფე დიმიტრის თქმით, გამყარებული ფაქტები, მისი აზრით, არც ახლა არსებობს.

„ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რაც მათ დავუსვი და რაც საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, გახლავთ ის, რომ ჰქონდათ თუ არა მათ იმის დამამტკიცებელი ფაქტები, შეიძინა თუ არა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ეს ავადსახსენებელი ციანიდი, რაზეც მათ მითხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ეს ფაქტები. ჩვენ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების დროს მაინცდამაინც ეს გამყარებული, ასე ვთქვათ, საკითხები, ვერაფრით ვერ დავინახეთ,“ - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები