23 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
პარლამენტში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

საკანონმდებლო ორგანოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ ინიცირებულ შეხვედრას მედია ექსპერტები, სამაუწყებლო კომპანიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მათგან ყველა ის შენიშვნა და პრეტენზია მოისმინა, რომელთა გამოც, ისინი კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან.

ახალი რეგულაციების ინიცირება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. ცვლილებები ეხება რეკლამისა და სპონსორობის საკითხს. ასევე შესყიდვების იმ ნაწილს, რომელიც გადაცემების, სერიალების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შეძენას უკავშირდება.

დღის ამბები