ქართულმა ოცნებამ კახეთში მერობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს საზოგადოებას რვავე კანდიდატი პირადად წარუდგინა.
პრემიერმინისტრმა ქართული ოცნების კანდიდატებს წარმატება უსურვა. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკუთარ კანდიდატებს ყველა რეგიონში დაასახელებს.
„კახეთს ექნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტების გზები და ამას დაემატება, ასევე, სრულიად ახალი გზა, რომლის დაგეგმარებაც დაწყებულია, ეს გახლავთ თელავის თუშეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.