24 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
რას ამბობენ ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის შესახებ, არ არის პოლიტიკურად საინტერესო თემა - არჩილ თალაკვაძე

„ჩვენთვის სააკაშვილი ან ის, თუ რას ამბობენ ოპოზიციური პარტიები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ, არ არის პოლიტიკურად საინტერესო თემა," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და აღძრულია შესაბამისი საქმეებიც.

„ის, რაც იყო წარსულში, ვფიქრობ, რომ უკვე შეფასებულია, საზოგადოებამაც შეაფასა, ამაზე სათანადო საქმეებიც არის აღძრული,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ 2017 წლის 1 სექტემბერს მიმართა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები