20 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
დედა და 13 წლის მოზარდი სამ სოციალურ მუშაკს ფიზიკურად გაუსწორდა - თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა გუშინ მოხდა. სოციალურ მუშაკებს სასამართლო ორდერის საფუძველზე ოჯახიდან სამი მცირეწლოვანი სააგენტოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მათ მხოლოდ ორი მოზარდის გადაყვანა მოახერხეს, რადგან უფროსმა ბავშვმა გადასვლაზე უარი თქვა და ფსიქიკური პრობლემების მქონე დედასთან დარჩა.

ბავშვების გადაყვანის შემდეგ, დედა უფროს შვილთან ერთად სააგენტოში მივიდა და სოციალურ მუშაკებს თავს დაესხა. დედა და 13 წლის მოზარდი სამ სოციალურ მუშაკს ფიზიკურად გლდანის ფილიალში გაუსწორდა. 

როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, დედის მხრიდან მოზარდების მიმართ უგულებელყოფის ფაქტები ფიქსირდებოდა და სწორედ ამის საფუძველზე, მათ არასრულწლოვნები სააგენტოში უნდა გადაეყვანათ. 

მათი თქმით, მათ მხოლოდ სამართალდამცველების დახმარებით, მხოლოდ ორი მოზარდის გადაყვანა მოახერხეს.

„შემოვარდნენ ოთახში, იყო წივილი-კივილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გვაგინებდნენ. სრულიად არაადეკვატურები იყვნენ. ითხოვდნენ ბავშვის ნახვას, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ მათთვის რაიმე ინფორმაცია მიგვეწოდებინა. არის იმის საშიშროება, რომ დედის მხრიდან ჩვენზე კიდევ განხორციელდეს ძალადობა,“ - ამბობს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი.

სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა აცხადებს, რომ არსებობს იმ მექანიზმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები