20 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
"რომან გოცირიძე პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა" - ფინანსთა სამინისტროში ბრალდებებს უპასუხეს

ფინანსთა სამინისტრო ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა, პასუხობს. ბრიფინგი უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძეზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა. 

„ბატონო რომანი არის პოლიტიკოსი და პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა. ჩვენ მივაწოდეთ ბაზარს 400 მილიონი უზრუნველყოფილი დეპოზიტის სახით, რაც არის ერთი-ერთი, პრაქტიკულად, თანაბარწონადი ინსტრუმენტი, თუ ვადიანობას არ ჩავთვლით რეფინანსირების სესხებისა და პირდაპირპროპორციულია ივლის-აგვისტოში შემცირებული რეფინანსირების სესხები. დოლარის შესყიდვას ბანკები ვერ განახორციელებენ ამ რესურსით, ვინაიდან, მათი პოზიცია იქნება გახსნილი და ეროვნული ბანკის რეგულაციებით, არ შეიძლება," - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. 

დღის ამბები