23 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა ბაქოში. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების საკითხებზე და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტებზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს.

„ჩვენ შევეხეთ უამრავ პროექტს, ენერგო და ტრანსპორტის სექტორის ჩათვლით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს პროექტი არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს ინტერესშია, არამედ უფრო ფართო ინტერესის საგანია, გლობალური თვალსაზრისით. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ამ პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის, რომლებიც ოერიენტირებულია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. მოუთმენლად ველით ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და იმედი მაქვს, რომ ის გახდება წამყვანი პროექტი მრავალი მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ.

 

დღის ამბები