24 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - ხაშურში თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა

ხაშურში მმართველი პარტიის გუნდში დაპირისპირება წარმოიშვა. კონფლიქტი ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. უკმაყოფილების მთავარი მიზეზები, საარჩევნო სიებში ადგილების გადანაწილება და "ოცნების" ძველი გუნდის ახლით ჩანაცვლებაა.

საკრებულოს დაძაბული სხდომის შემდეგ, კონფლიქტი თანაგუნდელებს შორის დერეფანში გაგრძელდა, სადაც, "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ერთ-ერთ დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდა.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" ამბობს, რომ ხაშურში მმართველი ძალა ორად არის გაყოფილი.

მოქმედი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, რომელიც ამავდროულად, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც არის, ძველი თანაგუნდელებს პოზიციების არ ითვალისიწინებს. ამის გამო, საკრებულოს მოქმედი და ძველი წევრები საარჩევნო სიის მიღმა რჩებიან.

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები