19 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის დარღვევას აპირებს - ოპოზიცია კორუფციის წყაროზე საუბრობს

"ქართული ოცნება" მიწის გაყიდვაზე მის მიერვე დაწესებული მორატორიუმის დარღვევას აპირებს. ინიციატივით უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტს მიმართა, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევებში მთავრობას უცხოელებისთვის მიწის გასხვისების შესაძლებლობა მიეცემა. ამ უფლებით მინისტრთა კაბინეტი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ისარგებლებს.

ინიციატივას უკვე მოყვა ოპოზიციის კრიტიკა. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ მთავრობისთვის არჩევანის დატოვება, რომელ უცხოელს მიყიდოს სასოფლო სამეურნეო მიწა და რომელს არა, კორუფციის წყარო გახდება, გლეხი კი ამით დაზარალდება.

ინიციატივამ კითხვები თავად უმრავლესობაშიც გააჩინა. თავად ინიციატორები კი, კორუფციის შესაძლებლობას გამორიცხავენ.

პროექტი ”ქართული ოცნების” ექვსი დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს წარედგინა და საკანონმდებლო ორგანო მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები