25 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
ქარიშხალი "ირმა" კარიბის ზღვის კუნძულებზე - ადგილიდან სავალდებულო ევაკუაცია ხორციელდება

ქარიშხალი "ირმა" კარიბის ზღვის კუნძულებს უტევს. მეხუთე კატეგორიის სიძლიერის შტორმი თავდაპირველად, ანტიგუას და ბარბუდას დაატყდა თავს, შემდეგ კი წმინდა მარტინის კუნძულს გადაუარა.

დანგრეულია შენობები, დატბორილია ქუჩები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის სიჩქარე სტიქიის ზონაში საათში 300 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალი, ვირჯინიის კუნძულების გავლით, ხვალ პუერტო რიკოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას გადაუვლის, სამ დღეში კი ფლორიდას მიაღწევს.

შტატში საგანგებო მდგომარეობა და სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული. ქარიშხალი "ირმა" ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატლანტის ოკეანის თავზე წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი შტორმია.

დღის ამბები