24 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში, საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. რეიდი პოლიციამ დედაქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ ცარიელ ბინაში ჩაატარა.

ბომბთან ერთად ძალოვანებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი მასალებიც იპოვეს. მომხდარს პროკურატურის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.

უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ისინი ფურგონით გადაადგილდებოდნენ, რომელიც სახლის მფლობელს ეკუთვნოდა.

დღის ამბები